ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ფენომენი ტაშკენტით იწყებს“ - IJF ბექაურისა და ლიპარტელიანის შესახებ

27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირზე იასპარეზებენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური და 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი. ორივე ძიუდოისტისთვის, ტაშკენტის გრანდ სლემი 2026 წელს პირველი შეჯიბრი იქნება. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, IJF-მა გრანდ სლემის მონაწილეები მიმოიხილა და როგორც ბექაურს, ისე ლიპარტელიანსაც შეეხო.

რას წერს IJF:

ფენომენი ლაშა ბექაური ტაშკენტში იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც უკვე ორი წლის შემდეგ დაგეგმილ ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებსა და პოტენციურ მესამე ოქროს უმიზნებს, ტატამს 2025 წლის აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ უბრუნდება. როდესაც ბექაური ტატამზე გადის, მას ყოველთვის უდიდესი მოლოდინები ახლავს.

ქალთა -57 კგ. წონითი კატეგორია არანაკლებ საინტერესო იქნება. ეთერ ლიპარტელიანი, პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ისტორიაში, ტურნირზე პირველი ნომრის სტატუსით ასპარეზობს და ბადეში აშკარა ფავორიტია.

ლაშა ბექაურისა და ეთერ ლიპარტელიანის გარდა, ტაშკენტის გრანდ სლემზე კიდევ 13 ძიუდოისტი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ. - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია.
  • -66 კგ. - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე.
  • -73 კგ. - მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
  • -81 კგ. - დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, ლაშა ბექაური.
  • -100 კგ. - ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი.
  • +100 კგ. - გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავებით ავსტრიაში - ლინცის გრან პრიზე ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ვარსკვლავებით ავსტრიაში - ლინცის გრან პრიზე ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია