ვარსკვლავებით ავსტრიაში - ლინცის გრან პრიზე ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მიიღებს.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ტურნირზე ჩვენი დელეგაცია 11 ძიუდოისტით იასპარეზებს - 10 ვაჟი და 1 ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- -66 კგ. - თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი.
- -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
- -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი.
- -90 კგ. - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი.
- -100 კგ. - ილია სულამანიძე.
- +100 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი.
გოგონებიდან ჩვენი ქვეყნის ღირსებას +78 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი დაიცავს.
ავსტრიის გრან პრიმდე, საქართველოს ნაკრები 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ჯერ უზბეკეთის გრანდ სლემზე გამოვა, ავსტრიის ტურნირის შემდეგ კი IJF-ის დიდი სლემის ტურნირი თბილისშია დაგეგმილი. ჩვენი დედაქალაქი ტრადიციულ გრანდ სლემს 20-22 მარტს უმასპინძლებს.