მესი: ესპანეთის ნაკრებიდან მინიშნებები იყო, ამის შესაძლებლობა არსებობდა
ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ მას ესპანეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. იყო მინიშნებები, რომელსაც ის ამჩნევდა.
„იყო მომენტი, როდესაც ამაზე საუბარი დაიწყო. მე უკვე „ბარსელონაში“ ვთამაშობდი და ისინი ამაზე თითქოს მიმანიშნებდნენ, მთავაზობდნენ – მაგრამ ეს ნორმალურია, არა? ასე ბევრ ბავშვთან დაკავშირებით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ვიყავი, ბარსელონაში ძალიან ადრეულ ასაკში გადავედი და დროის უდიდესი ნაწილი ადგილობრივ აკადემიაში გავატარე, ამიტომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა. ეს შეიძლება მომხდარიყო.
მაგრამ... ჩემი გული ყოველთვის არგენტინას ეკუთვნოდა“,
- განაცხადა მესიმ ფორვარდმა პოდკასტში Miro De Atras.
მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშის შესახებ, წლების წინ ვისენტე დელ ბოსკემაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ „ფურია როხა“ ლეოს გადაბირებას მართლაც ცდილობდა.