დინამო ბათუმი, გორის დილა
Aa
Aa

მინიმალური სხვაობით - გორის დილამ ბათუმის დინამო დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის დილამ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე, ლაშა მენთეშაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

რა თქმა უნდა, სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. 49-ე წუთიდან აჭარული გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან კალანდარიშვილი გააძევა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ბათუმის დინამოს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, გორის დილა კი 13 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები