დეანდრე ეიტონი, გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი, დესმონდ ბეინი, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

გოგას ისევ არ უთამაშია | მეჯიქმა ლეიკერსს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლოს ანჯელეს ლეიქერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 110:109 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, მწვრთნელის გადაწყვეტილებით გოგა ბითაძეს სათამაშო დრო ისევ არ ჰქონია. ქართველმა ცენტრმა თებერვალში უკვე 7 მატჩი გამოტოვა და მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: 8 წუთი „სან ანტონიოსთან“, 6 წუთი „ბრუკლინთან“ და 8 წუთი „ფინიქსთან“.

მატჩის MVP „მეჯიქის“ ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 36 ქულას, 10 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. დესმონდ ბეინს 22 ქულა ჰქონდა, ვენდელ კარტერ უმცროსმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა (20 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა).

„ლეიკერსის“ რიგებში ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდათ ლუკა დონჩიჩს (22 ქულა, 9 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა) და დეანდრე ეიტონს (21 ქულა, 13 მოხსნა), ლებრონ ჯეიმსმა კი 21 ქულა ჩააგდო და მატჩის ბოლო სროლაც გააცუდა, რომელიც შეიძლება „ლეიკერსისთვის“ გამარჯვების მომტანი ყოფილიყო.

„ორლანდო მეჯიქი“ 31 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში გოგას გუნდი 27 თებერვალს „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიში რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა“ - მამუკელაშვილი Athletic-თან
„ვარჯიში რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა“ - მამუკელაშვილი Athletic-თან