მამუკელაშვილის სამი ქულა | ტორონტო მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ დამარცხდა. კანადელებმა საშინაო არენაზე იასპარეზეს და პირველი მეოთხედი 32:25 მოიგეს, თუმცა მეორე და მესამე პერიოდები 16-ით და 9 ქულით წააგეს და საბოლოოდ, მატჩი 107:116 დათმეს.
ქართველმა კალათბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 15 წუთი და 28 წამი გაატარა. „მამუმ“ 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ „ოკლაჰომას“ კალათისკენ ბურთი 7-ჯერ ისროლა და მხოლოდ 1 ჩააგდო. მამუკელაშვილმა სამივე ორქულიანი გააფუჭა და 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო არჯეი ბარეტი იყო - 21 ქულა, 8 მოხსნა. იმანუელ ქუიკლიმ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ბრენდონ ინგრემმა მატჩი 15 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. „ოკლაჰომას“ მხრიდან 27 ქულით კეისონ უოლასი გამოირჩა. აიზეა ჯომ 22 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 34 მოგება და 24 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრა 26 თებერვალს, „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ელის, რომელსაც 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.