ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

ყველაფერი სრულდება - ტორინო საზონოვს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

საბა საზონოვისა და ტორინოს გზები საბოლოოდ იყრება. დიდი ხანია ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას გამოცემა Telecomisia.net ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტორინო ქართველ უკანახაზელს ხელშეკრულებას აღარ გაუხანგრძლივებს. საბა ტურინულ კლუბს ზაფხულში დატოვებს. კონტრაქტიც სწორედ ივნისში ეწურება.

აღნიშნული გამოცემა წერს:

„ტორინოს ხელმძღვანელობამ საბა საზონოვს აცნობა, რომ მათი გზები იყრება. კონტრაქტი არ გახანგრძლივდება. მისი აგენტი ახალ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ეძებდა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბას არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინ, საზონოვმა განაცხადა, რომ მწვრთნელი მას გამარჯობასაც კი აღარ ეუბნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესს რუსული კლუბები იჩენენ, თუმცა საბას ოკუპანტ ქვეყანაში თამაში არ სურს. მისი პრიორიტეტი ევროპაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინო ბარონის უშვებს | საზონოვს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
ტორინო ბარონის უშვებს | საზონოვს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება