კვარას გოლი და პსჟ-ს რთული მატჩი - პარიზელები 1/8-ფინალში არიან
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-აუტის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მ „მონაკოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში პარიზელებმა 5:4 მოიგეს.
პარიზელებმა ჯამში მატჩი არადამაჯერებლად ჩაატარეს და სასურველი ფორმისგან საკმაოდ შორს არიან. ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 დათმო. „მონაკო“ აკლიუშის გოლით დაწინაურდა.
მეორე ნახევარში მამადუ კულიბალიმ სამწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და „მონაკო“ ამჯერადაც 10 კაცით დარჩა. ზუსტად ორ წუთში მარკინიოსმა ანგარიში გაათანაბრა.
პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა. 66-ე წუთზე აჩრაფ ჰაკიმის დარტყმის შემდეგ, დასწრებაზე ხვიჩამ მცველს აჯობა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 გოლი გაიტანა.
კვარამ ჯამში აქტიური მატჩი ჩაატარა. ამჯერადაც მარჯვენა ფრთაზე მოქმედებდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა.
საბოლოოდ პარიზელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 91-ე წუთზე ტეზემ წონასწორობა აღადგინა. ბოლო წამზე კი მასპინძლები გადარჩნენ, რომ შეხვედრა საერთოდ ფრედ არ დასრულდა - „მონეგასკებს“ სანტიმეტრი დააკლდათ.
ამრიგად, პსჟ 1/8-ფინალშია და მათი მეტოქე „ჩელსი“, ან „ბარსელონა“ იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.