კალათბურთი | ეროვნულმა ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა
საქართველოს ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან კოპენჰაგენში ჩასულ სუპერლიგის ხუთ მოთამაშეს – გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძე – და ნატურალიზებულ ამერიკელ მარკის რიდს სასტუმროში ლეგიონერები დახვდნენ, ნაწილიც მოგვიანებით ჩავიდა და 24 თებერვლისთვის ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო.
ნაკრებს დანიაში შეუერთდნენ ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელები – დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია, ისლანდიაში მოთამაშეები – რატი ანდრონიკაშვილი, ცოტნე ცარციძე და ბელგიური „ოსტენდეს“ წევრი ალექსანდრე მერკვილაძე.
დანიასთან მატჩამდე ალეკსანდარ ჯიკიჩს 3 სრულყოფილი ვარჯიში აქვს მოსამზადებლად და არც ერთ მათგანზე არ იქნება თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანი 26 თებერვალს, ბოლო ვარჯიშის დღეს ჩავა და გუნდთან ერთად მხოლოდ მატჩის დღეს, ე.წ. შუთერაუნდზე ივარჯიშებს. ამავე მიზეზით დანიელებს არ ეყოლებათ იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი, რომელთა გუნდებიც ევროლიგაში 26 თებერვალს თამაშობენ.
დუდა სანაძის და ბექა ბურჯანაძის კომენტარები
gbf.ge