თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 16 ქულა ყოფილ კლუბთან - ბარსელონა ვირტუს ბოლონიასთან დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ვირტუს ბოლონიას ესტუმრა და 80:85 დაამარცხა. თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა.

ქართველი კალათბურთელი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე 29 წუთ და 5 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ერთი გამოუვიდა. შვიდი 2-ქულიანიდან კი 6 ჩააგდო. ერთი საჯარიმო ტყორცნა კი ზუსტად შეასრულა.

7 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ოთხი კი მეტოქის. ჯამში მან 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ბარსელონა ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები