ჯანი ინფანტინო, იოზეპ ბლატერი
Aa
Aa

ბლატერი: რუსეთის მიმართ ინფანტინოს დამოკიდებულებას ვეთანხმები

ფიფას ექს-პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, საერთაშორისო ფეხბურთში რუსეთის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

მანამდე ფიფას მოქმედმა ხელმძღვანელმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა გაუქმდეს: „აკრძალვამ არაფერი მოიტანა – მან მხოლოდ მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი წარმოშვა“.

- ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთში რუსეთის დაბრუნების მომხრეა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას „მორალურად სულელი“ უწოდა. ეთანხმებით მას?

„მე მოსამართლე არ ვარ. ჩემი აზრი, რუსეთთან დაკავშირებით ასეთია: პოლიტიკა სპორტისგან და ფეხბურთისგან განცალკევებული უნდა იყოს. არ შეიძლება ყველა იმ ქვეყნის გარიცხვა, რომელიც სხვა ქვეყანასთან კონფლიქტშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ რუსეთს არ შეეხება. ამ შემთხვევაში ინფანტინოს პოზიციას ვიზიარებ.

უკვე არსებობს რამდენიმე ფედერაცია, რომელიც რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. მაგალითად, ჩოგბურთში ან იტალიაში გამართულ პარალიმპიადაზე“,

- განაცხადა ბლატერმა Bild-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები