ატალანტა, დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

ქამბექი ბერგამოში - ატალანტამ დორტმუნდს მოუგო და მერვედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში ატალანტა დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

პირველი მატჩი გერმანულმა გუნდმა 2:0 მოიგო და ახლა ბერგამოელებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე სკამაკამ ანგარიში გახსნა. პირველ ნახევარში მუდმივად ბერგამოელები დომინირებდნენ. 45-ე წუთზე ზაპაკოსტამ სხვაობა 2-ბურთიანი გახადა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე 100%-იანი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი აქეთ გაუშვეს და ტაბლოზე 3:0 დაფიქსირდა. ამის შემდეგ, ბორუსიამ 1 გოლის გატანა მაინც მოახერხა. თავი ადეიემიმ გამოიჩინა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო უნდა გვეხილა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დორტმუნდის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან სამარჯიჩი მივიდა, რომელმაც გაიტანა და ატალანტა მერვედფინალში გაიყვანა.

ცნობისთვის, იტალიური კლუბის სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში ლონდონის არსენალი და მიუნხენის ბაიერნი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: ესპანეთის ნაკრებიდან მინიშნებები იყო, ამის შესაძლებლობა არსებობდა
მესი: ესპანეთის ნაკრებიდან მინიშნებები იყო, ამის შესაძლებლობა არსებობდა