ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„იტალიურ ფეხბურთში ტემპი აღარ არსებობს“ - კაპელომ ინტერი გააკრიტიკა

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით გამოიხატება.

რას ამბობს კაპელო:

„იტალიაში ფეხბურთს ნელა თამაშობენ და ამას ვერაფერს უზამ. გუნდები დაბალ ტემპს აჩვენებენ მაშინ, როდესაც ისეთ მეტოქეებს ხვდებიან, რომლებიც ბევრს დარბიან და პრესინგს მიმართავენ.

როგორც კი ტემპს უმატებ ან ინტენსივობას ზრდი, ხარისხი ან ასეთ რიტმში თამაშის ჩვევა აღარ გყოფნის, რის გამოც შეცდომებს უშვებ.

ჩვენ არ ვართ მიჩვეული აგრესიულ ფეხბურთს, რადგან სერია A-ში მსგავს მცდელობებს მსაჯები მაშინვე აჩერებენ, შედეგი კი სახეზეა.

ჩვენი თამაში ნელია, ამიტომაც გვიჭირს — ზუსტად ისე, როგორც „ინტერს“ გაუჭირდა, როდესაც სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, „ინტერი“ ნორვეგიულ „ბოდო-გლიმტთან“ 2 მატჩის ჯამში 5:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი დღე | საინტერესო ფაქტები
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი დღე | საინტერესო ფაქტები