ომალი: ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც ჩიმაევის დამარცხება შეუძლია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი მიიჩნევს, რომ ხამზატ ჩიმაევი დივიზიონში ყველას ჯობია.
„ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც ჩიმაევის დამარცხება შეუძლია. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რომელი მებრძოლი გაუძლებდა იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დრიკუს დუ პლესიმ გაუძლო. ხამზატი ყოველთვის ბრძოლის სწრაფად დასრულებაზე მუშაობს. ის მკვლელია“, - თქვა ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევმა UFC 319-ზე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და საშუალო წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.
ბრძოლის შემდეგ „ბორზმა“ განაცხადა, რომ ქამრის დაცვა 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაგეგმილ ღონისძიებაზე სურს, რომლის მთავარი მოვლენაც ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.