„ილია არმანს გაანადგურებს“ | მოიკანო თვლის, რომ ცარუკიანი თოფურიასთან უშანსოდაა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ არმან ცარუკიანისა და ილია თოფურიას პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორი“ ცარუკიანს დომინანტურ სტილში დაამარცხებს.
„ილია თოფურია UFC-ისთვის ნამდვილი განძია. მას დიდი წარმატების მიღწევა და მესამე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება შეუძლია. მას შეუძლია, ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდეს და ისლამ მახაჩევი დაამარცხოს. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენას მოუგო.
თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია. რაც შეეხება არმან ცარუკიანს, არ მგონია, ისეთი კარგი მებრძოლი იყოს, როგორც ხალხს ჰგონია. ვფიქრობ, თოფურია მას გაანადგურებს და დომინანტურად დაამარცხებს. არმანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, მის მიმართ სიმპათიებით ნამდვილად არ ვარ განწყობილი.“
შეგახსენებთ, რომ მოიკანო ისლამ მახაჩევს ძალიან კარგად იცნობს და მის წინააღმდეგ უჩხუბია. ბრაზილიელმა ბოლოს ბენილ დარიუშთან იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.