ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეულია - ოდიშარია ხიხონის სპორტინგში მიდის

ლატვიური RFS-ს ქართველი ლეგიონერის ლაშა ოდიშარიას მიმართ ინტერესი ლა ლიგა 2-ში მოთამაშე ხიხონის „სპორტინგს“ აქვს, რომელიც მოლაპარაკებებს უკვე კარგა ხანია აწარმოებს და როგორც იქნა მხარეები პროგრესამდეც მივიდნენ.

Elcomerciodigit-ის ინფორმაციით, ხიხონის „სპორტინგსა“ და ლატვიურ RFS-ს შორის ლაშა ოდიშარიას თაობაზე შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეულია და საუბარია სრულფასოვან ტრანსფერზე.

ლატვიურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების U-21-ის გარემარბი თავის დროზე 350 ათას ევროდ შეიძინა.

2025 წლის სეზონში ოდიშარიამ RFS-ის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ხიხონის „სპორტინგი'' ლა ლიგა 2-ში თამაშობს, გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა. 2025/26 წლების სეზონი კი დამაჯერებლად დაიწყო და საწყისი ორი ტურიდან ორივეს მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები