„მადლობა ლუკა“ | საკლუბო მსოფლიოს შემდეგ მოდრიჩი რეალს დატოვებს
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ლუკა მოდრიჩის წასვლა გამოაცხადა. ხორვატი ფეხბურთელი „ლოს ბლანკოსს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს, რომელიც აშშ-ში გაიმართება და 15 ივნისს დაიწყება.
???? GRACIAS.#GraciasLuka pic.twitter.com/mLhhWtwNty
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 22, 2025
„რეალი და გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი შეთანხმდნენ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლოს ბლანკოსის ფეხბურთელობის დაუვიწყარი პერიოდი დაასრულონ. რეალს სურს, მადლობა და დიდი სიყვარული გამოხატოს ადამიანისადმი, რომელიც ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა“, - წერს მადრიდული გრანდი.
???? #GraciasLuka ???? pic.twitter.com/ku6NIP56t5
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 22, 2025
„ლუკა მოდრიჩი რეალის ფანების გულში სამუდამოდ დარჩება, როგორც უნიკალური და სამაგალითო ფეხბურთელი, რომელიც სამეფო კლუბის ღირებულებებს ყოველთვის წარმოაჩენდა. მისმა ფეხბურთმა რეალის გულშემატკივრები მოაჯადოვა და მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება“, - განაცხადა „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.
მოდრიჩმა წასვლა თავადაც დაადასტურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით „რეალის“ გულშემატკივრებისადმი სიყვარული გამოხატა. ლუკას „სამეფო კლუბის“ მაისურით 590 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 43 გოლია.