დეკუ: „ოქროს ბურთს იამალი იმსახურებს“
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულებამდე „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზე საუბარი ყველას ნაადრევად ეჩვენება, თუმცა იგივე აზრზე არ არის „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი. დეკუ სოუზამ „ელ მუნდო დეპორტივოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. მას დაუსვეს შეკითხვა იმის თაობაზე, იგეგმებოდა თუ არა ლამინ იამალთან კონტრაქტის გახანგრძლივება და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ლამინ იამალთან თანამშრომლობის გაგრძელება? მე მსურს, რომ მან „ოქროს ბურთი“ მოიგოს. „ბარსელონაში“ თამაშობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც ამის მიღწევა შეუძლიათ და ლამინი ერთ-ერთი მათგანია. რაფინიასაც დიდებული სეზონი ჰქონდა, თუმცა ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ წლევანდელ სეზონში ესპანეთის ლა ლიგის ოცდამერვედ მოგების გარდა, კოპა დელ რეი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან კატალონიური გრანდი ახლოს იყო, თუმცა „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში, 6:7 დამარცხდა.