რობერტ ლევანდოვსკი, ფერან ტორესი, დეკუ
Aa
Aa

„ფერანი და ლევანდოვსკი წავიდნენ...“ - დეკუმ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ კლუბის სატრანსფერო გეგმებზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდა - ფერანი და ლევანდოვსკი. ფერანის ჩანაცვლებას ახალწვეულებით შევძლებთ, მაგრამ ლევანდოვსკის ჩანაცვლება უფრო რთულია, ვინაიდან რობერტმა კლუბის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

გვაქვს რამდენიმე შიდა ვარიანტი, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. შევეცდებით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ“.

ცნობისთვის, ფერან ტორესი პარი სენ-ჟერმენმა 50 მილიონ ევროდ იყიდა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ჩიკაგო ფაიერს“ შეუერთდა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე „ბარსელონა“ ხულიან ალვარესს განიხილავდა, თუმცა „ატლეტიკომ“ არგენტინელის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია - ვილიარეალი სიფრთხილეს იჩენს
მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია - ვილიარეალი სიფრთხილეს იჩენს