მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„საუკეთესო მომენტი იყო“ - ალჯო მერაბზე და ომალის ქურთუკზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ალჯომ“ MMA-ის ლეგენდარულ მებრძოლს, მაიკლ ბისპინგს ინტერვიუ მისცა და ბრიტანელმა შონ ომალის ქურთუკზეც ჰკითხა, რომელიც „მანქანამ“ მოიპარა.

„საღამოს საუკეთესო მომენტი იყო. მერაბი ოქტაგონის ცენტრში იდგა და საკუთარი თავით კმაყოფილი იყო. მანქანა მხიარული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია. თუმცა პატარა ტროლიცაა და ბნელი მხარეც აქვს, რომელიც ძალიან მომწონს. მერაბი ინგლისურად უკეთესად საუბრობს და მისი ხუმრობები ბევრად ეფექტური გახდა“.

შეგახსენებთ, რომ UFC 288-ზე, ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ომალი ოქტაგონზე შევიდა, რათა ჩემპიონი გამოეწვია. სტერლინგის გვერდით „მანქანა“ იდგა, რომელმაც ომალის ქურთუკი მოჰპარა და მაყურებელი გაახალისა.

ცნობისთვის, მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი ფეხბურთელია, სტადიონზე მისვლის სურვილს გიჩენს“ - რას წერენ ზურიკოზე
„ისეთი ფეხბურთელია, სტადიონზე მისვლის სურვილს გიჩენს“ - რას წერენ ზურიკოზე