კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

მძიმე ტრავმის შემდეგ - ბოლდუინი დაბრუნდა და ბარსასთან მოიგო

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა მძიმე ტრავმით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა და თანაგუნდელებს „ბარსელონასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული ეტაპის XXXII ტურში „ბასკონიამ“ საკუთარ დარბაზში კატალონიური გრანდი 110:98 დაამარცხა, რაშიც საკუთარი მოკრძალებული წვლილი ბოლდუინმაც შეიტანა.

ბოლდუინმა პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. მან ოთხიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელ სცადა თავის გამოჩენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კამარმა ორივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ამერიკელი კალათბურთელი თებერვალში, დანიელებთან გასამართი ევრობასკეტის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩის წინა დღეს დაშავდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე მის გარეშეც დაამარცხეს და კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ლეიდას აჯობა
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ლეიდას აჯობა