ემპოლიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა - გოგლიჩიძე მეორე ტაიმში შეიყვანეს
იტალიის სერია A-ს 37-ე წუთში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ქართველი მცველის გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სერია A-ში დარჩენის შანსები შეინარჩუნა, მარცხის შემთხვევაში კი დარჩენის ყველა შანსს დაკარგავდა.
საბა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში „მონცას“ სასარგებლოდ 1:0 იყო. გოგლიჩიძის შემოსვლის შემდეგ „ემპოლის“ გოლი აღარ გაუშვია და პირიქით, სამი უპასუხო ბურთი შეაგდო და მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეორე ნახევარში საბას სტატისტიკა ასეთი იყო. 11-დან 9 ზუსტი პასი (82%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი სახიფათო სიტუაცია ორჯერ განმუხტა, 2-დან 1 პოზიციური დუელი მოიღო, მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. მატჩის შემდეგ ქართველი მცველის თამაში Sofascore-სგან 6.6 ქულით შეფასდა.
სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე „ემპოლის“ 31 ქულა აქვს და კვლავ გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვს სამშვიდობო ზონაში მყოფ „ლეჩეს“. ბოლო ტურში, გოგლიჩიძის გუნდი საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდება და ადგილის შენარჩუნებისთვის შესაძლოა, 1 ქულაც ეყოს. ცნობისთვის, „ვერონას“ 34 ქულა აქვს და თუ „ემპოლი“ გაიმარჯვებს, სატურნირო ცხრილშიც გადაასწრებს და შესაბამისად, სერია A-ში ადგილსაც შეინარჩუნებს.