ანტონიო კონტე, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

სიგიჟე იტალიაში - ინტერმა ოქროს შანსი ვერ გამოიყენა, ნაპოლიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

ვინაიდან, იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება, დღეს ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ერთდროულად გაიმართა და შესაბამისად, სკუდეტოსთვის მებრძოლმა „ნაპოლიმ“ და „ინტერმა“ თავისი თამაშები ერთმანეთის პარალელურად გამართეს.

ანტონიო კონტეს გუნდი სტუმრად „პარმას“ დაუპირისპირდა, „ინტერი“ კი სახლში „ლაციოს“ შეხვდა. „პარტენოპეიმ“ მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა, „ნერაძურიმ“ კი დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 2:2 ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლიმ“ ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან „ინტერი“ ორჯერ იგებდა, თუმცა „ლაციომ“ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

პარმა 0:0 ნაპოლი

სიმონე ინძაგის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ბისეკმა დააწინაურა, 72-ე წუთზე კი პედრომ წონასწორობა აღადგინა. მალევე, ნერაძური კიდევ ერთხელ დენზელ დუმფრისმა გაიყვანა წინ, 90-ე წუთზე კი პედრომ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა და „ინტერს“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.

ვინაიდან „ნაპოლიმ“ თავისი მატჩი ვერ მოიგო, გამარჯვების შემთხვევაში „ინტერი“ სერია A-ს დასრულებამდე 1 ტურით ადრე გათამაშების ლიდერი გახდებოდა, მაგრამ ინძაგის გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. საგულისხმოა, რომ შეხვედრის მიწურულს „ინტერმა“ გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ინტერი 2:2 ლაციო

შესაბამისად, გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე სატურნირო ცხრილს კვლავ „ნაპოლი“ ლიდერობს და „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდს 79 ქულა აქვს, „ნერაძურის“ კი 78. მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „კალიარის“ დაუპირისპირდება, „ინტერი“ კი სტუმრად „კომოს“ შეხვდება. ორივე შეხვედრა 25 მაისს, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები