ავთანდილ ხურციძე
Aa
Aa

ხურციძე: ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე იგივე „ჩაქუჩა“ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც სასჯელს 2017 წლიდან იხდიდა.

ცოტა ხნის წინ ხურციძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

„აშშ-ის მთავრობა ძალიან ნერვიულობდა არ დავკარგულიყავი და სამაჯურით გამომიშვეს. ეს პრობლემა არ არის, ქამრები მალე დაბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ.

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და აშშ-ის ლტოლვილად ჩავბარდი. თუ აქ დასჭირდებათ, ამერიკის დროშით გამოვალ. ქართველებს ბოდიშს გიხდით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“.

- ამბობს ხურციძე.

ხურციძე დაკავებამდე მსოფლიო ჩემპიონის ქამართან ახლოს იყო. დაპატიმრების შემდეგ, მას სატიტულო ბრძოლა ჩაეშალა. ხურციძე ციხეში ყოფნის დროს ხშირად აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობიდან არავითარი დახმარება არ ჰქონდა და ამის გამო თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის ივნისში, აშშ-ში დააკავეს. ქართველ მოკრივეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ედებოდა ბრალი, რის გამოც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია, ლოჩოშვილი და სხვები - ლუკა სიმბოლურშია და მედია აქებს
დი მარია, ლოჩოშვილი და სხვები - ლუკა სიმბოლურშია და მედია აქებს