ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო სოსა
Aa
Aa

„ბურთის კონტროლის არაორდინალური უნარი აქვთ“ - სოსა ხვიჩასა და ზელინსკიზე

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო სოსა ლუჩანო სპალეტის გუნდის ვარჯიშს დაესწრო. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოსარჩევი პიოტრ ზელინსკისა და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებები იყო, რომლებიც ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებდნენ.

რობერტო სოსა Sportitalia-ს ესაუბრა: „ნაპოლიმ“ ვარჯიში არაორდინალური ინტენსიურობით ჩაატარა. რასაც სერია ა-ს შემდეგ ტურში ვნახავთ, ეს ყველაფერი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე მუშავდებოდა. საოცარია ისეთი ფეხბურთელების ყურება, როგორებიც ზელინსკი და კვარაცხელია არიან. მათ ბურთის კონტროლის არაორდინალური უნარი აქვთ. „ნაპოლიმ“ წარმატებით უნდა ითამაშოს „სალერნიტანასთან“, ასევე „უდინეზესთან“ და „ფიორენტინასთან“ თუ მათემატიკურად გუნდს ჩემპიონობისთვის ქულები დასჭირდება“.

სერია ა-ში 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. 32-ე ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ მიიღებს (30 აპრილი), „ლაციო“ „ინტერს“ ესტუმრება (30 აპრილი). თუ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს და „ლაციო“ დამარცხდება, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას იზეიმებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. რაც შეეხება ზელინსკის, პოლონელმა 30 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემადარეთ, როცა თამაშში 5 გოლს გაიტანს“ - ნაპოლის რეკორდსმენი ხვიჩაზე
„შემადარეთ, როცა თამაშში 5 გოლს გაიტანს“ - ნაპოლის რეკორდსმენი ხვიჩაზე