ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

“ეს ჩემი ცხოვრების მატჩი იყო“ - საგინაშვილი გასპარინის დამარცხების შემდეგ

დუბაიში, King of the table 6-ის ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა ლევან საგინაშვილმა მიიღო. დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ჰალკმა 4:2 გაიმარჯვა და 2018 წლის შემდეგ, კვლავ დაუმარცხებელია.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ლევან საგინაშვილმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ლევანმა?

„ფიზიკურად ახლა თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ეს ჩემი ცხოვრების მატჩი იყო. ვფიქრობ, გასპარინიმ ღირსეული წინააღმდეგობა გამიწია და ერთ-ერთ მომენტში ძალიან გამიჭირდა. რაც შეეხება განმეორებით დაპირისპირებას, ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი მეხუთე რაუნდის შემდეგ ცუდად გახდა და მატჩი ვეღარ გააგრძელა. იქიდან გამომდინარე, რომ მას 4 რაუნდი მოგებული ჰქონდა, გამარჯვება სწორედ საგინაშვილს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა - ხვიჩას მორიგი მაგარი მატჩი სერია ა-ში
თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა - ხვიჩას მორიგი მაგარი მატჩი სერია ა-ში