ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

უმძიმესი ბრძოლა - საგინაშვილმა გასპარინი დაამარცხა

დუბაიმ King of table 6-ს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას ლევან საგინაშვილი იღებდა. ქართველი ჰალკი იტალიელ ერმეს გასპარინის დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

საგინაშვილის სრული დომინაცია გრძელდება. ლევანი 2018 წლის შემდეგ დაუმარცხებელია. დაპირისპირება კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენმა პირველი ორი რაუნდი შედარებით მარტივად მოიგო.

ყველა საინტერესო კი მესამე იყო. ერმესმა და საგინაშვილმა რამდენჯერმე სცადეს ერთმანეთისთვის ხელის გადაწევა, მაგრამ არ გამოუვიდათ. საბოლოოდ, ლევანმა მაინც მოახერხა მეტოქის ძლევა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე რაუნდიც ქართველს დარჩა და ყველაფერი გაირკვა.

მეხუთე რაუნდიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სპორტსმენებს აშკარად დაღლილობა დაეტყოთ. პირველი ცდის შემდეგ რაუნდის გამარჯვებული კვლავ არ გამოვლინდა. გასპარინი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ერთ რაუნდში მაინც მიეღწია წარმატებისთვის. საბოლოოდ ეს გამოუვიდა, რადგან საგინაშვილმა თავი შეუძლოთ იგრძნო და ბრძოლის შეწყვეტა მოუწიო.

იქიდან გამომდინარე, რომ ლევანს 4 რაუნდი უკვე მოგებული ჰქონდა, გამარჯვება სწორედ მას დარჩა. საბოლოო ჯამში 4:2 და ქართველი ჰალკი ისევ დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მე-12 გოლი ლიგა 2-ში - მეცმა ნიმი დაამარცხა
მიქაუტაძის მე-12 გოლი ლიგა 2-ში - მეცმა ნიმი დაამარცხა