"თუ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება დასჯადია..ესე იგი ეს განსაცდელიც მისაღები და ასატანია!"
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.
ლეგენედარულმა სპორტსმენმა ქვეყნის სიყვარულზე ისაუბრა. Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ზოგ ადამიანს მხოლოდ ტყვია კლავს....! ზოგს კი ტყვიაზე მეტად სიტყვა! მე ის გზა გამოვიარე სადაც ტყვიამ ვერაფერი დამაკლო! სიტყვამ კი.... ! მე ის გზა გამოვიარე ჩემი სამშობლოს სადიდებლად და სიმართლისთვის ბრძოლაში რომ არც სიტყვის უნდა შემშინებოდა... მაგრამ ცილისწამებით ნათქვამი სიტყვა კი იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩდა ვიდრე სიკვდილი! რათქმაუნდა სადაც სინდისი ნამუსი და სიყვარულია იქ მძლავრობს ეს შეგრძნება! ახლა შენ მოგმართავ.... მეგობარო... ვინც კითხულობ ან გაიგებ ჩემზე... იცოდე და გწამდეს შენ?! მე ისევ ის ლუკა ვარ, ვინც ვიყავი! არ შევცვლილვარ!ისევ ისე მიყვარს სამშობლო და ისევ ის ერთგული თანამებრძოლივარ ვისიც სისხლით და გულით გჯეროდა! ისვ ის ვარ ვისი იმედიც ჰქონდა!! მე ისევ ისავარ ვინც ტყვიაზე შეგნებულად მივდიოდი და უკან არ ვიხედებოდი! დიახ არ შევცვლილვარ! ისევ ისე უღალატოდ მიყვარხართ! თუ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება დასჯადია....ესიგი ეს განსაცდელიც მისაღები და ასატანია! მაგრამ იცოდე მე ისევ ის ლუკა კურტანიძე ვარ ვისი იმედიც სამი ათწლეულზე მეტი ჩვენს სამშოვლოს ჰქონდა!! ილიას თქმის არ იყოს მე ის ლუკა ვარ კურტანიძე ვინც ჩემი სალი კლდეები არ გავცვალე სხვის აურაცხელ სიმდიდრეზე! დიახ სიამაყით ვამბობ ჩემი სამშობლოს ცრემლის და ტკივილის თანამოზიარე ვარ დაბადებიდან დღემდე! გახსოვდეს მეგობარო ვფიცავ უფლის წინაშე ჩემი წაქცევა შენი წაქცევაა....! იცი რატომ?! რადგან მაინც მიყვარხარ!! მე სხვა უფლება არა მაქვს! ახლა კი ყვავ ყორნებო გელოდებით თქვენი ბრდღვნა უნდა დავიწყო! მიუხედავად დაკოდილი გულისა....“ - წერია განცხადებაში