კრიშტიანუ რონალდუ, სტეფ კარი, ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები 2025 წელს | Forbes-ის რეიტინგი

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა, რომლებმაც სპორტსა და სპორტს მიღმა წელს ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს.

სიის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც უკვე ზედიზედ 3 წელია ამ პოზიციას არ თმობს. მიმდინარე წელს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 50 მილიონი სპორტიდან მიღებული შემოსავალი არ არის.

რეიტინგში მეორე ადგილს სტეფ კარი იკავებს. ამერიკელმა კალათბურთელმა 2025 წელს 156 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიის მესამე ნომერი ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიურია, რომლის შემოსავალმა მიმდინარე წელს 146 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულში დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:

4. დაკ პრესკოტი - 137 მილიონი დოლარი
5. ლიონელ მესი - 135 მილიონი დოლარი
6. ლებრონ ჯეიმსი - 133,8 მილიონი დოლარი
7. ხუან სოტო - 114 მილიონი დოლარი
8. კარიმ ბენზემა - 104 მილიონი დოლარი
9. შოჰეი ოტანი - 102,5 მილიონი დოლარი
10. კევინ დურანტი - 101, 4 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება