უპრეცედენტო სპორტული პროექტის პრეზენტაცია - საქართველოს ოლიმპიური ფესტივალი
Aa
Aa

უპრეცედენტო სპორტული პროექტის პრეზენტაცია - საქართველოს ოლიმპიური ფესტივალი

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უპრეცედენტო ახალგაზრდული სპორტული პროექტის - საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, 2-დან 6 ივნისის ჩათვლით, ბათუმი უმასპინძლებს. შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში ჩატარდება, სადაც გამარჯვებისთვის 1200 სპორტსმენი იბრძოლებს.

საქართველო ევროპის მე-7 ქვეყანაა, რომელიც, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძელი იყო. ტურნირში ჩვენი ქვეყნის რეგიონის ნაკრები გუნდები გამოვლენ. ფესტივალის გახსნის ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, ხოლო დახურვის ბათუმის ბულვარში გაიმართება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველი მულტისპორტული შეჯიბრებაა, რომელიც მიზნად ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ისახავს.

ცნობისათვის, ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ“ - სკოპიე 2025 გაიხსნა
„ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ“ - სკოპიე 2025 გაიხსნა