ისტორიული მსოფლიოს თასი - აბესაძის ბრინჯაოს მედალი
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოსთვის ისტორიული და დასამახსოვრებელი გამოდგა. საბა აბესაძემ ორძელში ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჟიურისა და მსაჯთა კოლეგიის წევრებს გასაოცარი გამოსვლით დაამახსოვრა თავი. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ საბა ტურნირისთვის გეგმაზომიერად იყო მომზადებული, რაც საბოლოო შედეგშიც სათანადოდ აისახა.
აბესაძის გარდა ორძელში მშვენივრად გამოვიდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი დორიან მოტტენი, რომელიც ფინალურ ბლოკში მეოთხე მაჩვენებლით გადავიდა. ტაიჭში ასპარეზობაში საკვალიფიკაციო წრეში ლევან სხილაძემ - მესამე, რგოლებში ბიძინა სიჭინავამ - მერვე, ხოლო ბჯენით ხტომებში ანა გობაძემ - მეშვიდე შედეგი აჩვენა, თუმცა ფინალურ ბლოკში სამწუხაროდ მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
ცნობისათვის, ტანმოვარჯიშეები ამ ტურნირისთვის ლუკა მესხისა და თამაზ გოგინაშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობდნენ, ტურნირს კი სხვა არბიტრებთან ერთად, სამი ქართველი მსაჯიც, ქეთი ბოლქვაძე, პაატა ნოზაძე და ილია გიორგაძე ემსახურებოდა.