ლიონელ მესი, ენცო ფერნანდესი, კრისტიან რომერო, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

არგენტინის საოცრება - ქამბექი 0:2-დან და 1/4 ფინალის საგზური

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ მერვედფინალურ დაპირისპირებაში, ატლანტას სტადიონზე არგენტინა ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდა და საოცარ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

79-ე წუთამდე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზეს და საოცარი გამარჯვება იზეიმეს.

ანგარიში მე-15 წუთზე იბრაჰიმმა გახსნა. 21-ე წუთზე არგენტინას წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდა, თუმცა ლიონელ მესიმ ეგვიპტის ნაკრების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ლეოს მეკარემ აჯობა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ზიკომ სხვაობა ორამდე გაზარდა და იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში უშეცდომოდ და კომპაქტურად თამაშობდნენ, შეხვედრა გამარჯვებამდე უნდა მიეყვანათ, თუმცა არგენტინამ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო. სხვაობა მინიმუმამდე 79-ე წუთზე რომერომ შეამცირა, 83-2 წუთზე კი ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა გაიტანა და „ალბისელესტეს“ 1/4 ფინალის საგზური მოუტანა.

ლიონელ მესისთვის დღეს გატანილი გოლი მიმდინარე მუნდიალზე მე-8 იყო და ლეგენდარული ათიანი ბომბარდირთა დავას კვლავ სათავეში ჩაუდგა.

1/4 ფინალში არგენტინის მეტოქე შვეიცარიასა და კოლომბიას შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი დღესვე, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა