პაატა ღუდუშაური
Aa
Aa

„სრული სიცრუეა“ | ღუდუშაური დემჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა

„იბერია 1999“-ის ფეხბურთელმა, პაატა ღუდუშაურმა ანდრეი დემჩენკოს უპასუხა. უკრაინელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინციდენტი, რომელიც ვარჯიშზე მოხდა, სამუშაო პროცესის ნაწილი იყო.

„პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. როგორც იბერიას, ასევე ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება.

მინდა გამოვეხმარო ანდრეი დემჩენკოს კომენტარს. ეს იყო სრული სიცრუე. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი,“— განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება დემჩენკოს კომენტარს, მან აღნიშნა: „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო. პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის „დილაში“ მე მივიყვანე. ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. მის ხასიათს იდეალურად ვიცნობ. პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი კი — ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაშიც.“

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ისა და „ფლორას“ პირველი შეხვედრა ესტონეთში გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი 14 ივლისს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავა ბურთის გამო, 1500 იარაღი ტრიბუნებზე და თამაში მოტეხილი ფეხით - პირველი მუნდიალის ისტორიები
დავა ბურთის გამო, 1500 იარაღი ტრიბუნებზე და თამაში მოტეხილი ფეხით - პირველი მუნდიალის ისტორიები