2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალი დაასრულეს
Aa
Aa

2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალი დაასრულეს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის რიგით XVIII ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენები წარმატებულ გამოსვლას განაგრძობენ. ახალგაზრდა ძიუდოისტმა გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) არაჩვეულებრივად იასპარეზა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე მან რუმინელი, ლტოვილთა გუნდის წარმომადგენელი და ხორვატი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ლიეტუველთან წააგო.

კიდევ ერთი მედალი ქართველი ძიუდოისტებიდან კი, გუშინ იოანე აბალაკმა მოიპოვა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. აბალაკმა ოლიმპიური ფესტივალი პოლონელი მოწინააღმდეგის დამარცხებით დაიწყო, რაც მეოთხედფინალში ჩეხ მეტოქესთან წაგება მოჰყვა. დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება ორი შეხვედრის მოგებით მოიპოვა და მედალი სერბი ოპონენტის ძლევით დაისაკუთრა.

ცნობისათვის, ძიუდოისტებმა ამით ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლა დაასრულეს და საერთო ჯამში 2 ვერცხლთან ერთად, 4 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. ზურაბაშვილის გარდა, ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ გამეზარდაშვილი (-73 კგ) გახდა, ხოლო აბალაკთან ერთად, საპრიზო მესამე ადგილი გიორგი მუმლაძემ (-81 კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (60 კგ) და საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) დაიკავეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარა თამაშების გამარჯვებულია
ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარა თამაშების გამარჯვებულია