ქინქლაძის და კაკაბიძის მედლები - ჭაბუკ ძალოსანთა წარმატება
Aa
Aa

ქინქლაძის და კაკაბიძის მედლები - ჭაბუკ ძალოსანთა წარმატება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. დღეს ყველაზე კარგი შედეგები გიორგი ქინქლაძემ (60 კგ) აჩვენა, რომელიც ატაცში - ოქროს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქინქლაძემ 105 კილოგრამი აიტაცა, 123 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში 228 კილოგრამი დააფიქსირა.

ამავე წონით კატეგორიაში ქინქლაძის მსგავსად, სამივე დისციპლინაში მედლები მოიპოვა შოთა კაკაბაძემ, თუმცა სამივე შემთხვევაში ბრინჯაოს დაეუფლა. მან ატაცში 97 კილოგრამი დაიმორჩილა, აკვრაში 120 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში თავი 217 კილოგრამს მოუყარა.

ხვალ ჩვენი ქვეყნის სახელით სამი ძალოსანი იასპარეზებს - ვაჟებს შორის მედლისთვის ბრძოლაში დიმიტრი აბრალავა (65 კგ), ხოლო გოგონებში სალომე კუჭავა (53 კგ) და მარიამ ჩხენკელი (69 კგ) ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხი მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების ტრიუმფი მძიმე წონაში
ოთხი მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების ტრიუმფი მძიმე წონაში