სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ჩანდიშვილის წარმატება
Aa
Aa

სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ჩანდიშვილის წარმატება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის ფრიად წარმატებულია. საბა კუჭავას შემდეგ, რომელმაც მედალი ორ დისციპლინაში მოიპოვა, ჩვენს დელეგაციას წარმატება ავთანდილ ჩანდიშვილმაც მოუტანა, რომელმაც კიდევ უფრო კარგად იასპარეზა და მედალი სამივე დისციპლინაში დაისაკუთრა.

ჩანდიშვილმა, რომელიც 56 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, საუკეთესო შედეგი აკვრაში აჩვენა, სადაც 109 კილოგრამი დაძლია. ატაცსა (88 კგ) და ორჭიდის ჯამში (197 კგ) კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველმა ძალოსანმა საქართველოს სარეკოდო ზღვარი ატაცში - 1, აკვრაში - 3, ხოლო ორჭიდის ჯამში 6 კილოგრამით გაზარდა.

კონტინენტის პირველობა 31 ივლისამდე გაგრძელდება, ხვალ კი ფიცარნაგზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ორი სპორტსმენი, გიორგი ქინქლაძე და შოთა კაკაბაძე გავა და ორივე მათგანი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ჩემპიონი და რეკორდი - ტყეშელაშვილის ორი ოქრო
მეორე ჩემპიონი და რეკორდი - ტყეშელაშვილის ორი ოქრო