6 ოქრო პრესტიჟულ ტურნირზე - წყალში მხტომელების წარმატება
Aa
Aa

6 ოქრო პრესტიჟულ ტურნირზე - წყალში მხტომელების წარმატება

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული წყალში მხტომელთა საერთაშორისო ტურნირი ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაასრულეს. ოთხ ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა დისციპლინაში  8 ქართველი წყალში მხტომელი გამოვიდა და ჩვენ ქვეყნას 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს.

10-წლამდე ბავშვებს შორის საუკეთესო შედეგი ანა ჭანტურიამ და ილია ბიძინაშვილმა, 12-წლამდელებში კი თინათინ ბურჯანაძემ აჩვენა. სამივე მათგანი როგორც ერთმეტრიანი, ასევე სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩემპიონი გახდა. ორი ვერცხლის მედალი მოუტანა საქართველოს ნუცა სიჭინავამ 12-წლამდე გოგონებს შორის ერთმეტრიანი და სამმეტრიანი ტრამპილინიდან ხტომაში. დემეტრე გვანცელაძემ კი, 10-წლამდე ასაკის წყალში მხტომელებში 3 მეტრიდან ხტომაში - ვერცხლი, ერთი მეტრიდან კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცნობისათვის, პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში საქართველოს გარდა, ჩეხეთის, ავსტრიის და ხორვატიის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბდუშელიშვილის პირველი ნაბიჯი - ლეგენდარული იტალიელის სავარჯიშო პროგრამა
აბდუშელიშვილის პირველი ნაბიჯი - ლეგენდარული იტალიელის სავარჯიშო პროგრამა