კარიერული წინსვლა - მუნდიალის აღმოჩენა ორლანდო ხილი ლილში ითამაშებს
Aa
Aa

კარიერული წინსვლა - მუნდიალის აღმოჩენა ორლანდო ხილი ლილში ითამაშებს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა, პარაგვაის ნაკრების მეკარე ორლანდო ხილი, „სან ლორენსოდან“ „ლილში“ გადასვლას უახლოვდება.

TyC Sports-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 26 წლის მეკარის ტრანსფერის დასრულებას მალე გეგმავს. გარიგების ღირებულება დაახლოებით 3.8 მილიონ ევროს შეადგენს და „ლილი“ ხილის ეკონომიკური უფლებების 50%-ს შეიძენს.

ხილმა თავად გამოთქვა საფრანგეთში გადასვლის სურვილი და „სან ლორენსოს“ ტრანსფერის დასრულებისკენ უბიძგა. პარაგვაელმა მანამდე „მონცას“ შეთავაზება უარყო, რადგან კარიერის გაგრძელება სწორედ ლიგა 1-ში სურდა.

1.98 მეტრი სიმაღლის მეკარე ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთში დიდი რეპუტაციით მიდის. ხილმა ტურნირზე თავი განსაკუთრებით მერვედფინალში, გერმანიის წინააღმდეგ, გამოიჩინა, როდესაც პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და პარაგვაის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

საფრანგეთთან მერვედფინალურ მატჩში, რომელიც პარაგვაიმ 0:1 წააგო, ხილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. FIFA-მ კი ის ტურნირის ოფიციალურ „Rising Stars Team of the Tournament“-ში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები