ტოტენჰემი, ენჯ პოსტეკოგლუ
Aa
Aa

ინგლისური დრამა სან მამესზე - ტოტენჰემი ევროპა ლიგის ჩემპიონია

ევროპა ლიგის ფინალში, რომელიც ბილბაოში „სან მამესზე“ გაიმართა, ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ გამარჯვება ლონდონელებს დარჩათ.

42-ე წუთზე ბრენან ჯონსონის მიერ გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა და 23 წლის უელსელი ფორვარდი ლონდონელთა ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

რუბენ ამორიმის გუნდი მთლიანობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბურთს 73%-ით აკონტროლებდა და კარში ზუსტად 6-ჯერ დაარტყეს, „დეზებმა“ კი მხოლოდ 1-ჯერ. თუმცა, მოსალონდელი გოლის ინდექსში უპირატესობა მიანც პოსტეკოგლუს გუნდს ჰქონდა - 1.03 / 0.76-ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფინალამდე შარშანდელ სეზონში „ლევერკუზენის“ მსგავსად დაუმარცხებლად მივიდა და ფინალში დამარცხდა.

ამრიგად, ენჯ პოსტეკოგლუს გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. „დეზებმა“ კი 1984 წლის შემდეგ, ევროტურნირი პირველად მოიგეს. ჯამში კი ევროპა ლიგა (უეფას თასი) მესამედ დაისაკუთრეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სასწაული იქნება“ | დინო ძოფი ნაპოლიზე, კონტესა და კვარაზე
„ეს სასწაული იქნება“ | დინო ძოფი ნაპოლიზე, კონტესა და კვარაზე