პოსტეკოგლუ: “ვგრძნობდი, რომ ჩვენი დამარცხება რთული იქნებოდა“
ევროპა ლიგის ფინალში, რომელიც ბილბაოში „სან მამესზე“ გაიმართა, ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ გამარჯვება ლონდონელებს დარჩათ. დეზებმა ჯონსონის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.
მატჩს დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ კომენტარი გააკეთა.
პოსტეკოგლუ:
„ვიცი რას ნიშნავს ეს ამ გუნდისთვის. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო რთული იქნება ამ ციკლის დარღვევა. ვგრძნობდი, რომ კლუბში ყველა ნერვიულობდა. ბევრმა ტიტულის გემო პირველად გაიგო და წარმომიდგენია რას ნიშნავს მათთვის. ყოველთვის მჯეროდა, რომ პლეი-ოფის ფეხბურთი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩემპიონატისგან. აქ საქმე კარგ ორგანიზებაზე, სათამაშო გეგმაზე და მომენტების რეალიზებაზეა.
ვგრძნობდი, რომ ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იქნებოდა. გარდამავალ ეტაპზე უკეთესად შეგვეძლო თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, თუ დავწინაურდებოდით, მანჩესტერ იუნაიტედის შეტევებს გავუმკლავდებოდით. როდესაც ვთქვი, რომ ჩემს მეორე სეზონში ტიტულებს ვიგებ, ხალხმა არასწორად გაიგო. ეს ტრაბახი არ იყო. უბრალოდ განცხადება გავაკეთე და ამის მჯეროდა.“
ამრიგად, ენჯ პოსტეკოგლუს გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. „დეზებმა“ კი 1984 წლის შემდეგ, ევროტურნირი პირველად მოიგეს. ჯამში კი ევროპა ლიგა (უეფას თასი) მესამედ.