მეორე ადგილი მეორე ეტაპზე - სანდრო თავართქილაძის წარმატება
ქართველი ავტომრბოლელების წარმატებული ასპარეზობა ევრონასკარის ჩელენჯერის თასზე გრძელდება. მართალია ერთი თვის წინანდელის მსგავსად, სანდრო თავართქილაძემ ამჯერადაც პირველი ადგილი ვერ დაიკავა და მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა, თუმცა შეჯიბრების პრესტიჟულობიდან და არსებული მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ეს შედეგიც ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებია.
თავართქილაძე მთელი რბოლის მანძილზე საკმაოდ მაღალ დონეზე მოძრაობდა და საბოლოო წარმატებამდე ძალიან მცირედი დააკლდა. დაკავებული მეორე ადგილით კი ის საერთო რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდა. სანდრომ და დათა ქაჯაიამ მსგავსი დონის ტურნირზე ასპარეზობა მას შემდეგ მოიპოვეს, როდესაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ.
ევრონასკარის პრესტიჟული ჩელენჯერის სერია სულ შვიდი ეტაპისგან შედგება და მის მომდევნო შეჯიბრებას 7-8 ივნისს, დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.