პსჟ-სთან დაბრუნდება - ბარსას იამალის ჯანმრთელობით გარისკვა არ სურს
ლამინ იამალის ზურგის ტრავმა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბი ელოდა. როგორც ჩანს, 18 წლის ფეხბურთელი უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბარსას“ გარისკვა არ სურს და ფეხბურთელს უახლოეს 2-3 მატჩში მოედანზე ვერ ვიხილავთ. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩისთვის კეთდება, რომ გუნდის ლიდერი 1 ოქტომბრისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
„ბარსა“ პსჟ-ს ლიგის ფაზის მეორე ტურში უმასპინძლებს. კატალონიელები პირველი ტურის მატჩს დღეს ღამით (23:00) „ნიუკასლთან“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართავენ. ამ მატჩში ლამინის თამაში ისედაც გამორიცხული იყო.
„ნიუკასლის“ გარდა იამალს კიდევ 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელსაც „ბლაუგრანა“ პსჟ-სთან დაპირისპირებამდე გამართავს: შინ „ხეტაფესთან“ (21 სექტემბერი), სტუმრად „ოვიედოსთან“ (25 სექტემბერი) და შინ „რეალ სოსიედადთან“ (28 სექტემბერი).