ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

ოფიციალურად - მოურინიომ ბენფიკა ჩაიბარა

ჟოზე მოურინიო „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

პორტუგალიურმა კლუბმა 62 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალურ წარდგენაზე ჟოზემ „ბენფიკას“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი უწოდა.

„ბევრი ემოცია მაქვს, მაგრამ გამოცდილება მათ გაკონტროლებაში მეხმარება. მადლობას გიხდით ნდობისთვის. მე პორტუგალიელი ვარ. ჩვენ შორის არავინ არის ისეთი, ვინც „ბენფიკას“ ისტორიას, კულტურასა და მასშტაბებს არ იცნობდეს. მე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ. მინდა, ამ მისიის შესრულებაზე ვიყო კონცენტრირებული. 25 წელი გავიდა [„ბენფიკაში“ მუშაობის წინა პერიოდიდან], მაგრამ მე აქ ჩემი კარიერით თავის მოსაწონებლად არ ვარ. 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს კლუბებში ვმუშაობდი. მინდა ვთქვა, რომ არც ერთ იმ გიგანტურ კლუბს, რომლებშიც მომიწია მუშაობა, არ გამოუწვევია ჩემში ისეთი პატივის, პასუხისმგებლობისა და მოტივაციის გრძნობა, როგორიც „ბენფიკას“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „ფენერბაჰჩე“ იყო და ის პოსტიდან სწორედ „ბენფიკასთან“ წაგების შემდეგ დაითხოვეს - თურქულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

მოურინიომ „ბენფიკაში“ ბრუნო ლეჟე შეცვალეს, რომელსაც თავის მხრივ, „ყარაბაღთან“ მარცხი არ აპატიეს.

გეტყვით ასევე, რომ მოურინიო წარსულში ისეთ კლუბებს წვრთნიდა, როგორებიცაა „პორტუ“, „ჩელსი“, „რეალი“ და „ინტერი“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: კვარადონა დაბრუნდა
Le Parisien: კვარადონა დაბრუნდა