ზურაბ კინწურაშვილი
Aa
Aa

პირველი ოქრო უნივერსიადაზე - კინწურაშვილი ჩემპიონია

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველო საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფება და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა. პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებული ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ის ფავორიტის სტატუსი, რომლითაც ტურნირის დაწყებამდე სარგებლობდა, ასი პროცენტით გაამართლა.

კინწურაშვილმა, რომელიც 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა. ფინალამდე კი ავსტრიის, ჩეხეთისა და ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენლებს აჯობა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აჭარელი ტაეკვონდოისტის უპირატესობა თითოეულ ბრძოლაში აშკარა გახლდათ და მის მეტოქეებს შეხვედრაში გარდატეხის შეტანის მცირე შანსიც არ ჰქონიათ.

ცნობისათვის, უკანასკნელი ორი ევროპის ჩემპიონატია ზურაბ კინწურაშვილი ტურნირს მედლის გარეშე არ ტოვებს - 2023 წელს ის კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა, შარშან კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. სტაბილურად მაღალ დონეზე გამოსვლის ხარჯზე, კინწურაშვილმა მსოფლიოს რეიტინგში თავის წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც საქართველოს ტაეკვონდოს ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტურნირის მონაწილეს გაარტყა - თოფურიას ყოფილი მწვრთნელი სკანდალში გაეხვა
ტურნირის მონაწილეს გაარტყა - თოფურიას ყოფილი მწვრთნელი სკანდალში გაეხვა