აკაკი ჯინჭარაძე
Aa
Aa

15 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება

საქართველოს პარაძალოსნობის ნაკრებმა თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი აკაკი ჯინჭარაძემ აჩვენა, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ასევე სამი მისვლის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა მაკა კვინჩიას, რომელიც ორივე დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მირანდა გიგაშვილი იყო - ის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

10 ბრინჯაოს მედლიდან საქართველოს დელეგაციას, ორ-ორი ნინო საბაშვილმა (79 კგ), გვანცა გულორდავამ (73 კგ) და შოთა ომარაშვილმა (80 კგ) მოუტანა. თითო დისციპლინაში კი საპრიზო მესამე ადგილი თემო დადიანმა (72 კგ), მირანდა გიგაშვილმა (61 კგ), თამარ ჩალათაშვილმა (61 კგ) და გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) დაიკავეს.

პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის გათამაშება თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საერთო ჯამში ფიცარნაგზე 30 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 მედალი 2 თვეში - ქართველი პარასპორტსმენების საოცარი სტარტი
11 მედალი 2 თვეში - ქართველი პარასპორტსმენების საოცარი სტარტი