ამორიმი: ჩვენი ქომაგები უკეთესს იმსახურებენ
ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ დამარცხების (0:1) შემდეგ, რუბენ ამორიმმა პრესასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
„უბრალოდ ჩვენს გულშემატკივრებს ტკივილი უნდა გავუზიაროთ - ისინი უკეთესს იმსახურებენ და მომავალში ჩვენ გადავწყვეტთ, თუ რას ვაპირებთ.
რაც შეეხება მატჩს, იყო დრო, როცა ჩვენ მომენტებს ვერ ვქმნიდით, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვაგვარად არის. მე დარწმუნებული ვარ ჩემს ფეხბურთელებში - ჩემი ამოცანაა ისინი გავაუმჯობესო. იანვარში ბევრი ცვლილების შეტანა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მოთამაშის პრობლემა, შანსებს ყველა უშვებს ხელიდან.
მომავალზე საუბარს არ ვაპირებ, დღეს საღამოს ამ მატჩის წაგების ტკივილს უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ბიჭები თამაშის მოსაგებად ყველაფერს აკეთებდნენ“.
„მანჩესტერ იუნაიტედტმა“ ევროტურნირი ბოლოს 2017 წელს ჟოზე მოურინიოსთან ერთად მოიგო - ევროპა ლიგა „აიაქსის“ წინააღმდეგ. 2021 წელს და უკვე 2025 წელს, „მანკუნიანელებმა“ ხსენებულ ტურნირზე ორი ფინალი დათმეს.