მწვანე შუქი გუარდიოლასგან - სიტის კობი მაინუს დამატება სურს
TEAMtalk-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, კობი მაინუს გადმოსაბირებლად,„შოკისმომგვრელი“ ტრანსფერს ამზადებს, რისთვისაც პეპ გვარდიოლამ თავის გუნდს თანხმობა უკვე მისცა.
მაინუს ამჟამად „ოლდ ტრაფორდზე“ რთული პერიოდი უდგას, რადგან რუბენ ამორიმი მას აშკარად არ ენდობა, რაზეც ბოლო კვირებში მისთვის მიცემული მცირე სათამაშო დროც მოწმობს.
ბოლო თამაშში, 20 წლის ინგლისელის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში მანუელ უგარტე და ბრუნო ფერნანდეში მოხვდნენ, ხოლო ცნობილმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაინომ იჯარით გაშვება მოითხოვა, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამ ეტაპზე კობის მომავალი გაურკვეველი ჩანს, რადგან ამორიმი მას უფრო როგორც სათადარიგო მოთამაშედ განიხილავს, ვიდრე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად, იყენებს.
როგორ TEAMtalk-ი წერს,, „მანჩესტერ სიტი“ მაინუს გადმობირებას განიხილავს, გვარდიოლამ კი პირადად მისცა მწვანე შუქი ამ ტრანსფერისთვის, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს თავისი გუნდის სისტემისთვის იდეალურ ვარიანტად განიხილავს.
„წითელი ეშმაკების“ ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაინტერესდება ის ამ ტრანსფერით.
შეგახსენებთ, რომ კობი „იუნაიტედის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის იანვრამდე აკავშირებს.