ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ინდივიდუალურად ივარჯიშა - დაბრუნდება თუ არა მოედანზე დავითაშვილი

20 სექტემბერს „სენტ-ეტიენი“ „რეიმსს“ დაუპირისპირდება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არაა ცნობილი, დაბრუნდება თუ არა მოედანზე „მწვანეების“ ქართველი ლეგიონერი, ზურიკო დავითაშვილი.

როგორც იცით, ზურიკომ გასულ უქმეებზე, „კლერმონთან“ მატჩი, ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩსა და ასევე ზურიკოზე ილაპარაკა.

„აიმენ მუეფეკი კვლავ გამოტოვებს შეხვედრას. მაჰმუდ ჯაბერმა, რომელსაც ტრავმა აქვს, ინდივიდუალურად ივარჯიშა, ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილმა. მათი მდგომარეობა ხვალ შეფასდება“.

„კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის დასაწყისი - ეს პირველი ათი მატჩი. ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ არა იდეალურად. „რეიმსი“ ძლიერი გუნდია, ფეხბურთელებით, რომლებიც ლიგა 1-ს კარგად იცნობენ, ფიზიკურად ძლიერები არიან და თამაშზე დიდ გავლენას ახდენენ. ალბათ ესაა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სეზონის დაწყებიდან შემდეგ“.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდა, ლიგა 2-ში გამართულ 4 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 2 გოლია, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 2 შეხვედრაში კი გოლი (თურქეთთან) და ასისტი (ბულგარეთთან) მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ 5 ტურის შემდეგ ზურიკოს „სენტ-ეტიენი“ 11 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს „მწვანეები“ 20 სექტემბერს შინ, „რეიმსის“ წინაარმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ ფენომენალური მასშტაბები შეიძინა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება
„კვარამ ფენომენალური მასშტაბები შეიძინა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება