კვარას მაგარი მატჩი და პსჟ-ს დამაჯერებელი გამარჯვება ატალანტასთან
ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პსჟ-მ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა.
მიუხედავად დემბელესა და დუეს არყოფნისა, პარიზელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, რაშიც მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა.
Succès large et mérité ! La @ChampionsLeague 25-26 débute parfaitement ! ????❤️????#PSGATA 4️⃣-0️⃣ I #UCL pic.twitter.com/qPonWdS0NB
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 17, 2025
ხვიჩამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი დაყო. გუნდელებიდან საუკეთესო იყო. მარჯვენა ფლანგზე თამაშის მიუხედავად ქართველმა შვიდიანმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და 39-ე წუთზე ულამაზესი გოლიც გაიტანა.
UEFA-მ ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ofascore-ის ვერსიით კი კვარამ შეფასების სახით 8.5 მიიღო. მას მხოლოდ მარკინიოსმა (9.1) და მენდეშმა (9.0) აჯობეს.
« Merci » ????
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 17, 2025
MVP ???????? pic.twitter.com/2IbX05V2Yz
კვარას გარდა პარიზელთა მხრიდან გოლები მარკინიოსმა და მენდეშმა გაიტანეს. ბრედლი ბარკოლამ კი პენალტი ვერ გამოიყენა. ასევე გამოსარჩევია ფაბიან რუისის თამაშიც, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა და შეტევაში ტრადიციულად აქტიური იყო.
პსჟ ლიგის ფაზაზე თავის მეორე შეხვედრას 1 ოქტომბერს სტუმრად „ბარსელონასთან“ გამართავს.
კვარას ყველა მომენტი VS ატალანტა