ჟოზე მოურინიო, ბენფიკა, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

მოურინიო: ფენერბახჩეში მუშაობა შეცდომა იყო, ეს ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა „ფენერბახჩეში" მუშაობას დათანხმდა.

დღეს 62 წლის სპეციალისტმა „ბენფიკა" ჩაიბარა. აგვისტოს ბოლოს ის თურქული კლუბიდან გაათავისუფლეს, სადაც 2024 წლის ივნისიდან მუშაობდა.

– თქვენი აზრით, ეს იდეალური კონტექსტია დასაბრუნებლად?

„ჩემთვის იდეალური კონტექსტია - კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მწვრთნელობა. ჩემი კარიერა მდიდარი იყო, მსოფლიოს უდიდეს კლუბებს ვწვრთნიდი სხვადასხვა ქვეყნებში.

მე არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე... ზოგჯერ პორტუგალიურ ენაში შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ. სინანულს არ განვიცდი, რადგან სინანული ცხოვრებაში სულაც არ გვეხმარება, მაგრამ იმის გაცნობიერება, თუ რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად, მაინც არსებობს.

შეცდომა დავუშვი, როცა „ფენერბახჩეში“ გადავედი: ეს არ იყო ჩემი კულტურული დონე, ეს არ იყო ჩემი საფეხბურთო დონე. რა თქმა უნდა, იქ ბოლომდე ვიხარჯებოდი.

რა თქმა უნდა, განვიცდიდი (გათავისუფლების შემდეგ), როგორც ახლა ბრუნო ლაჟე, რადგან არავის უყვარს წასვლა, მაგრამ „ბენფიკას" გაწვრთნა ნიშნავს შენს დონეზე დაბრუნებას, ხოლო ჩემი დონე მსოფლიოს უდიდესი კლუბების გაწვრთნაა“.

- განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები